“არ მგონია, რომ მანიფესტზე ხელისმოწერებმა განსაზღვრონ მთავარი კითხვა, ვინ რჩება ან არ რჩება პარტიაში” – ბაჩო დოლიძე
„არ მგონია, რომ მანიფესტზე ხელისმოწერებმა განსაზღვრონ მთავარი კითხვა – ვინ რჩება ან არ რჩება პარტიაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„მანიფესტში მთავარი ამბავი არ არის ასახული, შეთავაზება არ არის ასახული, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაკეთებული, რომელსაც 40 000 კაცი უჭერს მხარს. ასევე, საერთოდ ვერაფერი დავინახე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვარდება როგორც არაფორმალური მართვის, ასევე ძალიან ბევრი გარიყული ადამიანის ინტეგრირების საკითხი. შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით მანდაც არ მგონია, რომ დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი. საბოლოოდ, რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე მივა. არ მგონია, რომ მანიფესტზე ხელისმოწერებმა განსაზღვრონ მთავარი კითხვა – ვინ რჩება ან არ რჩება პარტიაში. ძალიან ბევრი შეიძლება იყოს ის, ვინც არ აწერს ხელს. ასეთი შეიძლება, ათიათასობით ადამიანია და ყველას რიცხავენ დავიჯერო?“, – აღნიშნა დოლიძემ.