“15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევრორეკომენდაციები გვერდზე უნდა გადავდოთ” – გია ვოლსკი
“15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ რეკომენდაციები’’, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„დამატებითი რეკომენდაციები მუდმივად იქნება ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგში, რასაკვირველია, იმ პერიოდამდე, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ გავხდებით“, – აღნიშნავს ვოლსკი.
15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.