რუსეთის საგარეო უწყება ევროკავშირს სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებით და კონფრონტაციით დაემუქრა
ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტით ევროკავშირმა უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების წინაღმდეგ გააკეთა არჩევანი. შესაბამისი განცხადება საკუთარ ოფიციალურ საიტზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ამით, რუსეთის საგარეო უწყებამ ევროპის საბჭოს თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემდგომი ზომების თაობაზე გამონათქვამებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად მშვიდობიანი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ გამოაცხადა, – წერს „ობოზრევატელი“.
„ამ ნაბიჯით, ევროკავშირმა, ფაქტობრივად, საკუთარი არჩევანი უკრაინაში შიდა კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების წინააღმდეგ გააკეთა. დღეს ბრიუსელი და ევროკავშირის წევრ-ქვეყნების ხელმძღვანელები ევროკავშირის მოქალაქეებს მკვეთრი პასუხი უნდა გასცენ, – კონფრონტაციის, ეკონომიკური სტაგნაციის და სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკების ქვეშ რატომ აყენებენ. ბოლოს და ბოლოს მიეცით ხალხს შანსი მშვიდობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.