სომხეთის პარლამენტის სპიკერი დეკემბერში კუხო-ს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) შეხვედრას არ დაესწრება.
„შექმნილ ვითარებაში ჩემი მონაწილეობა შეუსაბამოა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ გადაწყვეტილება კოლეგებს უკვე შეატყობინა.
სიმონიანი აცხადებს, რომ კუხო სომხეთის წინაშე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.
ამასთან, მან დასძინა, რომ ორგანიზაციასთან ერევნის ურთიერთობა არ არის გაყინული, მისი დატოვების შესახებ გადაწყვეტილება არ არსებობს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, კრემლი წუხს, რომ სომხეთი კუხო-ს მაღალი დონის სამიტზე არ იქნება წარმოდგენილი.