გიორგი პერტაია პარიზში გამართულ, მსოფლიო პალატების ფედერაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია პარიზში გამართულ, მსოფლიო პალატების ფედერაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, გიორგი პერტაიამ მმართველი საბჭოს არჩეული წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის სიახლეები, მსოფლიო პალატების ფედერაციის განახლებული სტრატეგია, 2023-2025 წლების სამუშაო გეგმა და ვაჭრობის ხელშეწყობის სერვისები.
გიორგი პერტაიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
ასევე, პალატის სხვადასხვა ინიციატივაზე, მათ შორის, მსოფლიო პალატების ფედერაციის დაკავშირების საკითხზე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რისთვისაც საქართველოს სავაჭრო პალატა გამოთქვამს მზაობას მიიღოს მედიატორის როლი.
გიორგი პერტაიამ გაციფრულების სფეროში სავაჭრო პალატის გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოში მსოფლიო პალატების კონგრესის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა.