კატარის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდელრაჰმან ბინ ჯასემ ალ ტანიმ შეერთებულ შტატებსა და ეგვიპტეს ღაზას სექტორში პაუზის ორგანიზების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ გარიგება შექმნის “ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების” დადების წინაპირობას, რომელიც “დაასრულებს ომს და სისხლისღვრას”.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება „გამოიწვევს სერიოზულ მოლაპარაკებებს ყოვლისმომცველი და სამართლიანი სამშვიდობო პროცესის შესახებ“.
თავის მხრივ, კატარს და ეგვიპტეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაუხადა.