ბაჩო დოლიძე: დღეს რომ სააკაშვილი გარეთ იყოს და იცოდეს, რა განწყობებია საზოგადოებაში, დარწმუნებული ვარ, თვითონ გააკეთებდა ახალ პარტიას

“არ ვიცით შინაარსი – რა ეწერება, როგორ ეწერება…”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ სააკაშვილის ,,ერთობის” მანიფესტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რომ სააკაშვილი გარეთ იყოს და იცოდეს, რა განწყობებია საზოგადოებაში, ახალ პარტიას თვითონ შექმნიდა.

,,ჩვენი მეგობრები კი გვეუბნებიან, მოაწერეთ ხელი და ასეც თქვითო, მაგრამ რას წერენ, კაცმა არ იცის. მე კი მოვაწერ, მაგრამ თვითონ აწერენ ხელს? დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს და იცოდეს, რა განწყობებია საზოგადოებაში, დარწმუნებული ვარ, თვითონ გააკეთებდა ახალ პარტიას”, – აცხადებს დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები