გურამ მაჭარაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ეს პარტია არის დაშლილი და უკვე განიცდის პოლიტიკურ დეგრადაციას

ეს პარტია არის დაშლილი და უკვე განიცდის პოლიტიკურ დეგრადაციას, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პარტიის არაფორმალური მმართველები ვერ თანხმდებიან, თუ ვინ უნდა იყოს პარტიის სათავეში.

“არაფორმალური მმართველები – ერთი მხრივ, სააკაშვილი, მეორე მხრივ, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ვერ თანხმდებიან, ხაბეიშვილი იყოს თუ მელია.

ახლა ბელადმა მანიფესტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ვინც “ვივამედის” ფანჯრიდან არ გადოიხედება, იმას პარტიის წევრად ვერ მივიღებო. ეს პარტია არის დაშლილი და უკვე განიცდის პოლიტიკურ დეგრადაციას,”- აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები