“ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნა იყო სამუშაო ჯგუფებზე, მაგრამ ოპოზიციას ხელის შეშლის გარდა არაფერი უკეთებია” – მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველა სამუშაო ჯგუფში კონსტრუქციულია
“ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნა იყო სამუშაო ჯგუფებზე, მაგრამ ოპოზიციას ხელის შეშლის გარდა არაფერი უკეთებია. ევროკავშირის ელჩმაც დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთია ხელისუფლების მხრიდან ინკლუზიურობაზე ორიენტირებულობა და მეორე – ოპოზიციის კონსტრუქციულობა. რაკი მან ამაზე საუბარი დაიწყო, [ე.ი.] ეს არის საკითხი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მწვავედ განიცდება,”- აცხადებს სარჯველაძე.
როგორ იმუშავებენ ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად ქართველი კანონმდებლები – ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მსგავსი ჯგუფების შექმნა უშედეგოა.