შალვა პაპუაშვილი: ცხრა პრიორიტეტის შესრულებისთვის სამუშაო პროცესში კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც უნდა საქართველოს ევროპულ მატარებელში იყოს

ცხრა პრიორიტეტის შესრულებისთვის სამუშაო პროცესში კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც უნდა საქართველოს ევროპულ მატარებელში იყოს, დღეს როგორც არიან ბაქანზე მარტო და ჩამოსტირით ცხვირ-პირი, ასე რომ არ იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავისი არსით ცხრა პრიორიტეტით იმაზე შეუდარებლად მცირე ამოცანებია“ დასახული, ვიდრე 12 ევრორეკომენდაციით იყო.

„რაც შეეხება სამუშაო პროცესს, ისევე, როგორც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, კარი იყო ღია ყველასთვის, ვისაც უნდოდა ამ ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება. ასევე იქნება კარი ღია ყველასთვის, ვისაც უნდა საქართველოს ამ ევროპულ მატარებელში იყოს და დღეს როგორც არიან, ბაქანზე მარტო და ჩამოსტირით ცხვირ-პირი, ასე არ იყვნენ. ამიტომ, იქნება ღია ფორმატი. ამაზეც გვექნება მსჯელობა, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადად თუ შეხედავთ ცხრა პრიორიტეტს, ნახავთ, რომ თავისი არსით, არის შეუდარებლად მცირე ამოცანები, ვიდრე 12 რეკომენდაციის პირობებში იყო. საკანონმდებლო საქმიანობის მხრივ ბევრი დარჩენილი არც არის, რამდენიმე საკითხია და თავისთავად, პარლამენტში ჩვენს ყველა კოლეგას და ასევე, ყველა დაინტერესებულ პირს, ექნება საშუალება ჩაერთოს ამ პროცესში, მათ შორის ენჯოებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები