შალვა პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა თავისი არსით უნიკალური დოკუმენტია იმ მხრივ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება ნაკლებად არის მსოფლიოში

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, ის საკმაოდ დეტალურია და 7 სხვადასხვა მიმართულებას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გეგმა საქართველოს მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა, რისთვისაც პაპუაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.

„გეგმა სტრუქტურულად აწყობილია შემდეგ პრინციპზე, რომ, ერთი მხრივ, არის აღწერილი ამ 7 მიმართულებებში სად ვიმყოფებით და არის ასევე შემდგომი ნაბიჯები აღწერილი. მათ შორის, დადგენილია ვადები. ეს გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის კოორდინირებით და მინდა, მთავრობას და მის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო. საბოლოოდ, მივიღეთ თავისი არსით უნიკალური დოკუმენტი იმ მხრივ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება ნაკლებად არის მსოფლიოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები