ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიამ მოიწონა ის პრინციპები და მიდგომა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიას საქართველოს პრინციპები და მიდგომები მოსწონს.

“ევროკომისიამ მოიწონა ის პრინციპები და მიდგომა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. გვექნება შეხვედრები და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. სწორედ მსჯელობა მიგვიყვანს იმ ვერსიამდე, რომელიც აისახება სამოქმედო გეგმაში,”-
აღნიშნავს ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები