ანრი ოხანაშვილი: თემურ ალასანიას განცხადება ძალიან მძიმე მოსასმენია

მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა.

„გახლეჩილ და დანაწევრებულ ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ, ეს არის ალასანიასა და მათი წარმოდგენების გამოხატულება, თუ როგორ წარმოუდგენიათ ჩვენი სახელმწიფო. ეს მიუთითებს, რომ მათ არ აქვთ სამშობლოს განცდა, ერთიანი სახელმწიფოს განცდა და ერთიანი საქართველოს განცდა. როდესაც ამ ადამიანებს ასეთი მიდგომა არ აქვთ, რა თქმა უნდა, სამშობლოს სახელით ვერ ისაუბრებენ, ვინაიდან, როგორც ჩანს, არ მიიჩნევენ ჩვენს ქვეყანას ერთიანი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე მოსასმენია ასეთი განცხადება, ეს მიუთითებს მათ რეალურ გეგმებსა და ამოცანებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, თემურ ალასანიამ განაცხადა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები