ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საქართველოში დასრულდა არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა
“ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წელს საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დასრულდა.
მისივე თქმით, მომავალი არჩევნები დემოკრატიული იქნება.
“არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, კონკურენტული, როგორც იყო ყველა წინა შემთხვევაში. 2012 წელს საქართველოში დასრულდა არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა. მის შემდეგ ტარდება დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნები და ეს არჩევნებიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული“, – განაცხადა კობახიძემ.