ირაკლი კობახიძე: არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რომ დავწიოთ ბარიერი

“არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი (საარჩევნო)”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება.

“ვეთანხმები ევროკავშირი ელჩს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს მაღალი საარჩევნო ბარიერი. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს სამპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი.

ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს აქვს პლუსებიც და მინუსებიც. მთავარი პლუსი არის ის, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ასრულებს ერთგვარი სტაბილიზატორის ფუნქციას. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები