მამუკა მდინარაძე: თემურ ალასანია ახმოვანებს იმას, რასაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ფიქრობენ
“თემურ ალასანია ახმოვანებს იმას, რასაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ფიქრობენ, როგორც მსჯელობდნენ და რასაც აკეთებდნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ომის ნარატივი “ნაცმოძრაობის” ნარატივია.
„ომის ნარატივი არის მათი ნარატივი. ვიღაცები ამბობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ არ მოგვჩვენებია, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ ომისკენ, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები მოგვიწოდებდნენ ომისკენ. სწორედ ამ განცხადებების გვირგვინია ალასანიას განცხადება, რომ ერი უნდა იყო გახლეჩილი, რომ ომით უნდა დააბრუნო ტერიტორიები და ა.შ. ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავარ, გადაუხვეველ პრინციპს იმის შესახებ, რომ ჩვენ შერიგებით უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი“, – განაცხადა მდინარაძემ.