ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას ADEX-2014-ს ეწვია

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას ADEX-2014-ს ეწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ექსპოზიცია, რომელიც აზერბაიჯანის თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროების ინიციატივით იმართება, პრემიერს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოების მინისტრმა დაათვალიერებინა. გამოფენაში მსოფლიოს 34 ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები