გიორგი თავდგირიძე: მარგველაშვილის დამოუკიდებელი თამაში ძალიან დიდი შეცდომაა
ვის მარგველაშვილი მოსწონს და ვის ღარიბაშვილი, მაგრამ ქვეყანა? – აღნიშნულის შესახებ ექსპერტი გიორგი თავდგორიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რისთვის ვიბრძვით? წაუკითხავის წაკითხვა ძალიან ძნელია. კონსტიტუციის ეს რედაქცია დაიწერა სპეციალურად სააკაშვილისთვის; ამ კონსტიტუციაში არ არის ქვეყნის მართვის გონივრული და მუშა მექანიზმები ჩადებული; დემეტრაშვილი ( კონსტიტუციის შემოქმედი) დაგვცინის, ნაციონალები ხელებს იფშვნეტენ და ჩვენ უაზროდ და უშედეგოდ ვკამათობთ. გასაგებია ვის მარგველაშვილი მოსწონს და ვის ღარიბაშვილი, მაგრამ ქვეყანა? სახელმწიფო ინტერესები? მარტივი და ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება? ვფიქრობ მარგველაშვილის დამოუკიდებელი თამაში ძალიან დიდი შეცდომაა და ქვეყანას ძალიან დააზარალებს.ქუჯი, უფრო დიდი და ძლიერი ქვეყნის მმართველი, არ გამოკიდებია არც კოლხეთის “კონსტიტუციის” ნიუანსებს და არც პირად მერკანტელურ ინტერესებს”, – წერს თავდგირიძე ფეისბუქზე.