ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ერთადერთი მიზანი დღეს გახლავთ, რომ რამენაირად პატიმრობას თავი დააღწიოს
მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანია ის, რომ პატიმრობას თავი დააღწიოს.
„სააკაშვილის ერთადერთი მიზანი დღეს გახლავთ, რომ რამენაირად პატიმრობას თავი დააღწიოს. სიმულაციის ის გზა, რომელიც საქართველოს უკიდურეს დაზიანებაზე გადიოდა, ფიასკოთი დასრულდა და ახლა ნახა საქართველოს მეორე დამზიანებელი და იფიქრა, რომ იქნებ ამან შემიწყალოსო. ამიტომ აქ სწორედ ეს მიზანი გადაიკვეთა ერთმანეთთან. საქართველოს დამზიანებელთა ინტერესების თანხვედრასთან გვაქვს ჩვენ საქმე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.