ჟირინოვსკის ტერორისტებთან კავშირის შესახებ დოკუმენტები ინტერპოლს გადაეცა
რუსი პოლიტიკოსის, დუმის დეპუტატის ვლადიმერ ჟირინოვსკის უკრაინაში ტერორისტებთან კავშირების ამსახველი და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დოკუმენტები და ინტერპოლს გადაეცა, – წერს „ობოზრევატელი“. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გაავრცელა. „ჟირინოვსკი უკრაინაში ძებნილადაა გამოცხადებული, დოკუმენტები ინტერპოლს გადაეცა. შემდგომში ინტერპოლი საქმის შეფასების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს. ინტერპოლს თავისი წესები აქვს: თუ თვლიან, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, მაშინ ეს ადამიანი არ იძებნება“, – განაცხადა გერაშენკომ.