მამუკა მდინარაძე: ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდა ზურაბიშვილს რომ გაეკეთებინა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება – ესეც იკადრა, სამწუხაროდ

„ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს რომ გაეკეთებინა იმისათვის, რომ ბოლომდე „ნაცების“ მესიჯ ბოქსში ჩამჯდარიყო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება. მეტი ყველაფერი ნაკადრები ჰქონდა უკვე”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილმა ესეც იკმარა.

“ესეც იკადრა სამწუხაროდ. დაავიწყდა მთავარი – ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის დამსახურებებს, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი და განსაკუთრებული როლი ითამაშა. ადამიანს პირადად რომ იცნობ, კომენტარის გაკეთების დროს მასზე, უხერხულობები იქმნება ხოლმე. როდესაც არ იცნობ, უფრო თამამად შეიძლება გააკრიტიკო. ადამიანი, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში უდიდესი როლი შეასრულა, ისე მოიხსენია ოლიგარქად, თვალიც არ დაუხამხამებია. ალბათ ეს მეტყველებს მის გარკვეულ თვისებებზე“, -აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები