ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ აღარაფერი ეშველება

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ეს კინკლაობა გრძელდება პარტიის შიგნით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მცირდება.

„ამის გამოსწორების რესურსი არავითარ დოკუმენტს არ აქვს. ეს კინკლაობა გაგრძელდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მცირდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები