ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს ხოლმე, საკუთარი ფანტაზიები გაშალოს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს პრემიერმინისტრობისთვის, ხოლო თეა წულუკიანს პრეზიდენტობისთვის ამზადებს.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია.
“ზოგადად, სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს ხოლმე, საკუთარი ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევა და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება უბრალოდ არასწორია. რაც შეეხება იმას, ვინ რა თანამდებობაზე განიხილება – როცა არის შესაბამისი დრო, საზოგადოებას ვაწვდით ხოლმე სათანადო ინფორმაციას, ასე რომ, სააკაშვილი ამაზე ნუ ინერვიულებს“, – აღნიშნა კობახიძემ.