ირაკლი კობახიძე: არ ვიცი, რა მორალზეა საუბარი, როდესაც საქმე ეხება სააკაშვილს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.

„სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, ეს მინდა – შევახსენო ექსპრეზიდენტს. არ ვიცი, რა მორალზეა საუბარი, როდესაც საქმე ეხება სააკაშვილს. თუ სალომე ზურაბიშვილს სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მე ამაში ღრმად ვერ შევალ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები