ირაკლი ქადაგიშვილი: თემურ ალასანიამ თავისი განცხადებით ფაქტობრივად სამოქალაქო ომი დააანონსა
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ განცხადებით მან თქვა, რომ აქ მასობრივად უნდა დავერიოთ ერთმანეთს და ეს იქნება პლურალიზმის საუკეთესო გამოვლინება. ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი დააანონსა თავისი განცხადებით და დემოკრატიის სახელს დაუკავშირა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, თემურ ალასანიამ განაცხადა, “რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება?”.