ლია გიგაური დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ტყიბულის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრა ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ინიციატივით გაიმართა და მას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს შეხვედრის მონაწილეებს და მოკლედ მიმოიხილეს ის ცვლილებები, რაც სკოლებში გასულ სასწავლო წელს განხორციელდა. მათივე ცნობით, ზოგადი განათლების სიახლეებზე კი ვრცელი პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა წარმოადგინა. შემდეგ კი, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დირექტორებმა და მასწავლბლებლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გამოეთქვათ. შეხვედრის ბოლოს წარმატებული პედაგოგების სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები