ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

 ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა „როსნეფტისთვის“, „ტრანსნეფტისთვის“ და „გაზპრომნეფტისთვის“ საკრედიტო დაფინანსების ორგანიზება აკრძალა. გარდა ამისა, შეზღუდვა ამ კომპანიების ობლიგაციებით ვაჭრობაზეა დაწესებული. ახალი სანქციების სიაში ასევე სხვა რუსული კომპანიებიც შევიდნენ. დოკუმენტში ასევე 24 ადამიანის გვარია გამოქვეყნებული, რომელთა წინააღმდეგ პერსონალური სანქციებია დაწესებული. მათ ევროკაშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, გარდა ამისა, ამ ადამიანების აქტივები გაიყინება. ეს შეზღუდვა მათ შორის რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერს ვლადიმერ ჟირინოვსკის, კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელს სერგეი ჩემეზოვს და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ზახარჩენკოს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები