ექსპერტები – 12 სექტემბერი რუსეთის თითქმის ყველა მოქალაქისთვის შავ დღედ გადაიქცევა

12 სექტემბერი რუსეთის თითქმის ყველა მოქალაქისთვის შავ დღედ გადაიქცევა. ეს განცხადება რუსმა ექსპერტებმა გააკეთეს. როგორც ინტერნეტგამოცემა „ნოვი რეგიონი“ იუწყება, ევროკავშირის სანქციების სიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გავრცელდა. ევროპის საბჭოს შეტყობინების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, კერძოდ კი: „სბერბანკისთვის“, „ვნეშეკონომბანკისთვის“, „ვტბ“-სთვის, „გაზპრომბანკისთვის“, „როსსელხოზბანკისთვის“ სესხების შეთავაზება იკრძალება. გარდა ამისა, ევროპელებს ამ ბანკების ფასიანი ქაღალდების მიმართვის 30 დღის ვადით ყიდვა და გაყიდვა არ შეუძლიათ (წინა აკრძალვის დრო ვადა 90 დღე იყო). ექსპერტების განცხადებებით, ამ სანქციების ნეგატიური ეფექტი შესაძლოა, ყველა იმ რუს მოქალაქეს შეეხოს, რომელსაც რუსულ ბანკებში კრედიტები, მათ შორის იპოთეკური სესხი აქვთ. უახლოეს მომავალში სესხის საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. ამის შედეგად იურიდიული პირების გაკოტრება და საკრედიტო საცხოვრებლის დაკარგვა და ფიზიკური პირების ცხოვრების ხარისხის გაუარესება შეიძლება მოხდეს. შეზღუდვა ფასიანი ქაღალდების განთავსებაზე 3 თავდაცვის საწარმოს და 3 ნავთობკომპანიას ეხება. „როიტერის“ ინფორმაციით, ეს შეიძლება „ობორონპრომი“, გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაცია და „ურალვაგონზავოდი“, „როსნეფტი“, „გაზპრომნეფტი“ და „ტრანსნეფტი“ იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები