„თანამედროვე ქართული კინო“ – კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში მარიამ ხაჭვანის „დედე“ უჩვენეს
რეტროსპექტივის -„თანამედროვე ქართული კინოს“ – ფარგლებში ფილმ – „დედეს“ – ჩვენება და დისკუსია გაიმართა
ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი მასპინძლობს რეტროსპექტივას – „თანამედროვე ქართული კინო“.
ამჯერად მაყურებელმა იხილა რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი – „დედე“, რის შემდეგაც ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა მონაწილეობით გაიმართა დისკუსია.
რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“.
საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას – 17:00 საათზე იმართება.
პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი.
კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსების შემდეგ იმართება დისკუსიები შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.
რეტროსპექტივა ითვალისწინებს შემდეგი ფილმების ჩვენებას:
„სამი სახლი“ (2008) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე;
„გაღმა ნაპირი“ (2009) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) – რეჟ.: დათო ჯანელიძე;
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) – რეჟ.: ალეკო ცაბაძე;
„ქუჩის დღეები“ (2010) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„შანტრაპა“ (2010) – რეჟ.: ოთარ იოსელიანი;
„მანდარინები“ (2013) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე;
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„ძმა“ (2013) – რეჟ.: თეა მღვდელაძე;
„ლუკა“ (2014) – რეჟ.: გია ბარაბაძე;
„პატარძლები“ (2014) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი;
„მე ვარ ბესო“ (2014) – რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე;
„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„მოირა“ (2015) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე;
„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) – რეჟ.: დიტო ცინცაძე;
„სოლომონი“ (2015) – რეჟ.: ზაზა ხალვაში;
„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟ.: რუსუდან გლურჯიძე;
„დედე“ (2017) – რეჟ.: მარიამ ხაჭვანი;
„ნამე“ (2017) – რეჟ.: ზაზა ხალვაში;
„სავარძელი“ (2017) – რეჟ.: ელდარ შენგელაია;
„ხიბულა“ (2017) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„ჰორიზონტი“ (2018) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი;
„ბოროტმოქმედი“ (2018) – რეჟ.: დიმიტრი მამულია;
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) – რეჟ.: ბექა სიხარულიძე;
„შინდისი“ (2019) – რეჟ.: დიტო ცინცაძე;
„უარყოფითი რიცხვები“ (2019) – რეჟ.: უტა ბერია;
„დასაწყისი“ (2020) – რეჟ.: დეა კულუმბეგაშვილი;
„ურსუსი“ (2020) – რეჟ.: ოთარ შამათავა;
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„გვიანი შემოდგომა“ (2021) – რეჟ.: გია ბარაბაძე;
„მშვენიერი ელენე“ (2022) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე;
„ზამთრის დეპრესია“ (2022) – რეჟ.: თაზო ნარიმანიძე;
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი.