ნატო ვაჩნაძის მუზეუმი გურჯაანში სასწრაფოდ მისახედია

გურჯაანში ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქართული კინოს ლეგენდის – ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი გურჯაანში.
ასე არ შეიძლება.
კიბეებიც კი ისეთ მდგომარეობაშია, რომ დამთვალიერებელი მეორე სართულზე ვერ ადის.
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს მალე მიეხედება. უხერხული ამბავია“, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები