ირანული მედია – აშშ-ს უცხოპლანეტელი ნაცისტები მართავენ
ცნობილმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტო „Fars“-მა, ცსს-ს ყოფილი აგენტის ედვარდ სნოუდენის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე „მნიშვნელოვანი აღმოჩენა „ გააკეთა. სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელი მსოფლიოს ადამიანებზე ტოტალურ კონტროლს უცხოპლანეტელი არსებები ახორციელებენ, რომლებმაც თეთრი სახლი მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, 1945 წელს ჩაიგდეს ხელთ. სააგენტო „Fars“-ი სნოუდენის გავრცელებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს აშშ-ს ნამდვილი ხელისუფლება ნევადაში აქვთ შექმნილი, ხოლო პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტია მათ ხელში. გარდა ამისა ირანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ უცხოპლანეტელებმა თავის დროზე ადოლფ ჰიტლერს საიდუმლო ტექნიკური მოწყობილობები გადასცეს, რამაც ფაშისტური გერმანიის განვითარება გამოიწვია.
საინტერესოა, რომ ირანული სააგენტოს სტატიას ამერიკული საინფორმაციო საშუალებებიც გამოეხმაურენ. „The Washington Post“-ის ჟურნალისტებმა ხუმრობით აღნიშნეს, ნაცისტებს უცხოპლანეტელების დახმარება რომ მიეღოთ , მაშინ საბჭოთა კავშირი კარგა ხნის განადგურებული იქნებოდა.