შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია „სილქ როუდ ჯგუფის“, ამერიკული კინოსტუდია WonderHill Studios-ა და ამერიკული საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია ESTech-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს იმ პრიორიტეტებისა და ხედვების შესახებ, რომელსაც მათ შორის სამომავლო თანამშრომლობა უნდა დაეფუძნოს.
ინფორმაციისთვის: საქართველოში შეიქმნება ერთობლივი საწარმო WonderSilk Studios-ი, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს.