პრემიერი: მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ თითოეული მოქალაქის რელიგიურ მრწამსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ თითოეული მოქალაქის რელიგიურ მრწამსს. ამის შესახებ პრემიერმა ქობულეთში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განაცხადა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მე უკვე გავავრცელე განცხადება. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის პროვოკაცია. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, მაქსიმალურად დროულად გამოიძიონ მომხდარი და აღკვეთონ ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციული ქმედება. რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და უფლება არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ მსგავსი ქმედებები განვახორციელოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები