„შეხვედრა“ – თანამედროვე ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების პირველი ერთობლივი კრებულის წარდგენა გაიმართება
17 ნოემბერს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების მოთხრობების კრებულის – „შეხვედრა“ წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთობლივ კრებულში გაერთიანებულია ოთხი აფხაზი და ოთხი ქართველი ავტორის: დ. ანფიმიადის („ანგელინას ომი“), ა. არძინბას (კვანტური კავშირები“), ნ. ბატიაშვილის (მიფრინავენ თოლიები“), შ. ბგანბას („თმას შერეული ჭაღარა“), თ. გეგეშიძის („ყველაფერი მიწის ბრალია“), ნ. ეშსაუს („თალი“), ე. ტოგონიძის („განახლება“), ს. ფაჩულიას („ცარიელი თვალები“) მოთხრობები.
გურამ ოდიშარია, დაურ ნაჭყებია: „კრებული ომის დაძლევაზეა, ბოროტების დაძლევაზეა… აფხაზი და ქართველი ქალი მწერლების მოთხრობებს სწორედ ეს აერთიანებს: გულწრფელი გულისტკივილი ადამიანის მიმართ, მისდამი სიყვარული, თანაგრძნობა და სამართლიანობა“.
კრებული გამოიცა ქართულ და აფხაზურ ენებზე.
პროექტი განხორციელდა ქართული ლიტერატურული ინიციატივის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით.
პროექტის ხელმძღვანელები: გურამ ოდიშარია, დაურ ნაჭყებია
მთარგმნელები: დ. ნაჭყებია, ი. ოსია; რედაქტორი: თ. ბექიშვილი; ყდის დიზაინი: თ. ნადარეიშვილი.
მთარგმნელები: დ. ნაჭყებია, ი. ოსია; რედაქტორი: თ. ბექიშვილი; ყდის დიზაინი: თ. ნადარეიშვილი.
მისამართი: გია ჭანტურიას ქუჩა N 8, ლიტერატურის მუზეუმი.