ობამა: ადმინისტრაცია ხვალ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს

ადმინისტრაცია პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
“ჩვენ გავაღრმავებთ და გავაფართოებთ სანქციებს ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებში. ეს ზომები გააძლიერებს რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციას და ეკონომიკურ ხარჯებს რუსეთისთვის, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია პრეზიდენტ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის. ჩემი ადმინისტრაცია ხვალ ამ ახალი სანქციების აღწერილობას წარმოადგენს”, – აღნიშნა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები