შტეფან ფულე: ჩვენ ყირიმი არ დაგვიწყებია
გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებით, სამართლებრივი სამართლიანობის აღდგენამდე ყირიმის ანექსიის საკითხი ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების გარეშე არ დარჩება.
„ჩვენ ყირიმი არ დაგვიწყებია, ის მუდამ დარჩება ჩვენი პოლიტიკის რადარზე, სანამ საერთაშორისო სამართალი აღდგენილი არ იქნება“, – განაცხადა ფულემ კიევში YES-ის ფორმატით გამართული ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე.
მისი აზრით, არსებული კონფრონტაციის პრობლემა სათავეს იღებს იქედან, რომ მოსკოვმა არ მიიღო უკრაინელი ხალხის მაიდანზე გაკეთებული არჩევანი და თავისი აგრესიით რუსეთმა კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ ფაზამდე მიიყვანა.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა ავუხსნათ რუსეთს, რომ პატივისცემის აღდგენა ისევ შეიძლება, თუკი ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ევროპის კონტინენტზეც გამყოფი ხაზების გარეშე“, – დაამატა ფულემ.