ხვალიდან რუსეთის მიმართ ევროკავშირის ახალი სანქციები შედის ძალაში

12 სექტემბრიდან ძალაში შევა ახალი სანქციები, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას დაუწესა. ეკონომიკური სანქციების გარდა ევროკავშირმა „შავ სიაში“ შეიყვანა კიდევ 24 პირი , რომელთა შორის რუსი ბიზნესმენების გარდა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ და სეპარატისტული ყირიმის ჩინოვნიკებიც არიან.
სანქციები შეეხო შემდეგ რუსულ ბანკებს : „Сбербанк “, „Внешэкономбанк „, „ВТБ“, „Газпромбанк“ და „Россельхозбанк“-ს.
„როიტერის“ ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა მსხვილი რუსული კომპანიები: „Оборонпром“, „Объединенная авиастроительная корпорация“ , „Уралвагонзавод“, „Роснефть“, „Газпром нефть“ და „Транснефть“. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ევროკავშირის ახალ სანქციებს ვადა 2015 წლის ივლისამდე ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები