“ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის შეფასების ფაქტორი კანდიდატის მინიჭების კონტექსტში” – ხატია დეკანოიძე

ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

„ჩვენი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის შეფასება და შეფასების ფაქტორი საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების კონტექსტში და შემდგომ უკვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში, ასევე, ის პრობლემები, რომლებიც იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები