ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ არჩევნებს
“ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ არჩევნებს. ასეთი ბედი ელით მათ მეცხრე ჯერზეც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, პატარა პარტიები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი არიან რამდენიმე კაცისგან შემდგარი პოლიტიკური კლუბები.
„ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული, ვერცერთი სხვა პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს პატარა პარტიები არ არიან პოლიტიკური პარტიები. ისინი არიან რამდენიმე კაცისგან შემდგარი პოლიტიკური კლუბები. პოლიტიკური კლუბი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გადალახავს 5%-იან ბარიერს. თუ ხარ პარტია, ამ შემთხვევაში ბარიერის გადალახვა არ გიჭირს. ეს არის საერთო სურათი.აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, არამედ დარწმუნებულები ვართ, რომ თვისებრივად გაიზრდება ჩვენი მანდატების რაოდენობა“, – განაცხადა კობახიძემ.