“ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის 5%-იანი ბარიერი, რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია და პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი” – ირაკლი კობახიძე
“ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის 5%-იანი ბარიერი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სტაბილურად გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის 5%-იანი ბარიერი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სტაბილურად გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში. პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება საერთო სურათს, რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია და პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი“, – განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.