„ეკვილიბრიუმი“ დუშეთის განახლებულ ბიბლიოთეკას ეწვია
დუშეთის მუნიციპალიტეტში განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.„მოდერნიზებული საცავი, უახლესი ფონდი, თანამედროვე, კომპიუტერიზებული სამკითხველოები და შესაბამისი კლიმატ-კონტროლი შენობაში – ეს ყველაფერი მრავალთვიანი ურთულესი სამუშაოს შედეგია, რომელიც დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ ჩაატარა“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.