სან-ფრანცისკოში, ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს
სან-ფრანცისკოში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ჩინელი კოლეგის, სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლიდერები შეხვედრის დაწყების წინ ერთმანეთს მიესალმნენ, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი შეერთებულ შტატებში 2017 წლის შემდეგ პირველად იმყოფება. იგი აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) ყოველწლიურ სამიტს ესწრება.