ანსამბლი “დიდგორი” ბელგიის სკოლებში მოსწავლეებს ქართულ მრავალხმიანობას აცნობს

ევროპალიას ფარგლებში ანსამბლი “დიდგორი” ბელგიის სკოლებში მოსწავლეებს ქართულ მრავალხმიანობას აცნობს. ანსამბლის წევრები ფრანგ მუსიკოს ზოე პერესთან ერთად ვალონიის მხარის საჯარო სკოლებს სტუმრობენ.

პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია ორგანიზაცია ” ჟელეს მუსიკალეს”.

ყოველდღიურად ქართველი შემსრულებლები სხვადასხვა სკოლებში ორ ჯგუფს ხვდებიან. სკოლის მოსწავლეები ეცნობიან ქართულ კულტურას, ისტორიას და ფოლკლორს. პროექტმა ბელგიელი მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ქართული სიმღერის გარდა მოსწავლეემა ანსამბლის წევრებს შეკითხვები ქართული ეროვნული სამოსის გარშემო დაუსვეს. “თქვენს ქვეყანაში ქუჩაში ხანჯლებით დადიან? ” – დაინტერესდა პატარა ბელგიელი, როდესაც მათ სკოლაში ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სტუმრები მივიდნენ.
ანსამბლ დიდგორის წევრებმა ქართული მრავალხმიანობა უკვე რადენიმე ასეულ ბელგიელ ბავშვს გააცნეს.
ფესტივალი ევროპალია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები