ირაკლი კობახიძე: როდესაც ვერ იღებ ქვეყანაში 95 ათას ხმას, ეს ნიშნავს, რომ რეალურად პარტია არ ხარ
როდესაც ვერ იღებ ქვეყანაში 95 ათას ხმას, ეს ნიშნავს, რომ რეალურად პარტია არ ხარ. თუ გადახედავთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორიც არის „ლელო“, „გირჩი“, „გახარია და ასე შემდეგ, სინამდვილეში, არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის. სინამდვილეში ესენი არიან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კლუბები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია არის 5%-ს ქვემოთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შევიდნენ და ეს არის სუბიექტური ინტერესი. თუმცა, მინდა, მარტივად გითხრათ ერთი რამ. პატარა ქვეყანაა საქართველო და 5%-ის მიღებას დაახლოებით, 95 თასი ხმა სჭირდება. როდესაც ვერ იღებ ქვეყანაში 95 ათას ხმას, ეს ნიშნავს, რომ რეალურად პარტია არ ხარ. თუ გადახედავთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორიც არის „ლელო“, „გირჩი“, „გახარია და ასე შემდეგ, სინამდვილეში არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის. სინამდვილეში ესენი არიან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კლუბები და სწორედ ამიტომ ვერ იღებენ ხმათა 5%-ს. რა თქმა უნდა, ასეთი პარტიებისთვის, მით უმეტეს, ექსტრემისტული პარტიებისთვის, ჩვენი მხრიდან ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური და არც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას მათ სასარგებლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.