“ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცნობილი, აქედან გამომდინარე, დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცნობილი, აქედან გამომდინარე, დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოსკოვის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თბილისისგან „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების“ მონიშვნას ითხოვს.

„რაც შეეხება დემარკაცია-დელიმიტაციას, ამაზე საუბარი გამორიცხულია. თავის დროზე, როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს საზღვრები რაღაცნაირად აღიარა, ჩვენ არ ვაღიარებთ არავითარ საზღვარს, მით უმეტეს ე.წ. სახელმწიფო საზღვარს. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცნობილი. აქედან გამომდინარე, დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები