დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ხელფასების გაზრდას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არცერთი დეპუტატი არ იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველ ნოემბერს დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული. ცვლილებები 2025 წლის პირველი იანვრიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები