რომან გოცირიძე: საარჩევნო ბარიერის დაწევას ჩვენი ამომრჩევლები ითხოვენ

„ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განაცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევას არა ოპოზიცია, არამედ მათი ამომრჩევლები ითხოვენ.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის გადახედვას არ აპირებს, ეს არ არის ასე. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კონსტიტუცია, რომელიც აგერ ინახება. კონსტიტუცია პირველი მოსმენითაა მიღებული, რომელსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციამ, „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო ვალდებულება მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და როდესაც მთავარი მოთხოვნა მომავალი ვალდებულებების შესრულებისა არის არჩევნების სამართლიანად და კონკურენტუნარიანად ჩატარება, ბუნებრივია, ერთ-ერთი საკითხი ბარიერი იქნება. ამას ოპოზიცია კი არ ითხოვს სისუსტის გამო, ამას ჩვენი ამომრჩევლები ითხოვენ“, – აღნიშნა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები