ჩინელების უმეტესობა იაპონიასთან ომს ელოდება

ჩინეთი და იაპონია ნელ-ნელა სამხედრო კონფლიქტისკენ მიდიან. ასეთი აზრი ჩინეთში გამოკითხულ რესპონდენტის უმეტესობას აქვს, – წერს ინტერნეტგამოცემა „ვესტი“. გამოკითხვა „ზე ჯენრონ ჩაინა დეილიმ“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჩინელი რესპონდენტების 53% და იაპონელების 29% საკუთარ ქვეყნებს შორის შესაძლო ომის მოლოდინშია.
კვლევის შედეგები იაპონიის მიერ სენკაკუს რამდენიმე კუნძულის სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ნაციონალიზაციის მეორე წლისთავის მოლოდინში გამოქვეყნდა. ბოლო წლებში ჩინეთის და იაპონიის, ასევე ჩინეთის და ვიეტნამის ურთიერთობა არქიპელაგ დიაოიდაოს (სენკაკუს) გარშემო კონფლიქტის და სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში პარასელის კუნძულებზე პრეტენზიის გამო მკვეთრად გამძაფრდა. გამოკითხვის თანახმად, იაპონელების 38% ფიქრობს, რომ ომის თავიდან არიდება შესაძლებელია. ეს 9 პუნქტზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს 2013 წელს იყო. იაპონელების 93% კი ჩინელ მეზობლებზე საუკეთესო აზრის არ არიან, ამ დროს იაპონელების მიმართ მტრულად განწყობილი ჩინელების რაოდენობა 6 პუნქტით 87% -მდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები