მიხეილ დაუშვილი: ჩვენი პარტიისთვის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს

მარტივი საარჩევნო ბარიერია ჩვენთვის, პირდაპირ რომ გითხრათ. ბარიერიც არ არის ფაქტობრივად. უშუალოდ ჩვენი პარტიისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია რამდენიმე საშუალებით. ერთი – ეს არის მოქალაქეების მკაფიო პოზიცია, რომ ბარიერი უნდა დასწიოს ხელისუფლებამ. მეორე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ბარიერი უნდა დასწიოს ხელისუფლებამ და მესამე, მთავარი საშუალება, იმ ოპოზიციური პარტიებისგან, რომელთაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, სამწუხაროდ, ბევრია ასეთი. მთავარი საშუალება და მთავარი ინსტრუმენტი, მე რასაც მათ ადგილას გავაკეთებდი, არის ის, რომ უნდა გაძლიერდნენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები