ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.